15:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 14:45:03, 749 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა

„თაკარა“ - პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც მგზავრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველი ქართული რესტორანი ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „თაკარას“ დამფუძნებლებთან, ირაკლი ლომიძესთან და ზვიად მექერიშვილთან ერთად გახსნა.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, „თაკარა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განსხვავებული ტიპის რესტორანია, რომელიც მგზავრებს, როგორც ტრადიციული ქართული, ისე ევროპული კერძების ნაირსახეობის სრულ სერვისს სთავაზობს.

„რესტორანი „თაკარა“ სპეციალურად ქუთაისის აეროპორტისთვის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ადგილი ქუთაისში, სადაც ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის საყვარელი პროდუქტი „ლაღიძის წყლები“ იყიდება და ხელმისაწვდომია ჩვენი აეროპორტის სტუმრებისთვის. სააეროპორტო სერვისების გარდა, რესტორან „თაკარას“ არსებობა ქუთაისის აეროპორტში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმებულია 40 ადგილობრივი. მოთხოვნასთან ერთად მათი რაოდენობაც გაიზრდება“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტებიდან, ექსკლუზიურად მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რესტორან „თაკარაში“ არის შესაძლებელი მგზავრებთან ერთად ნებისმიერმა მსურველმა ქართული უალკოჰოლო სასმელების ბრენდის, „ლაღიძის წყლები“ დააგემოვნოს.

მგზავრებს შეეძლებათ შეუკვეთონ კერძები მენიუდან, რომელსაც მზარეული მათთვის უმოკლეს დროში მოამზადებს. ასევე, ისარგებლონ ე.წ. take away-ის სერვისით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილ პირველ ქართულ რესტორანში ამჟამად 40 მდე ადგილობრივია დასაქმებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics