|
2024-02-13 15:39:33, 843 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ქურდს რომ ქუდი ეწვის, ამ პრინციპით გამოვარდნენ - დასახელებული იყო თარიღი, როცა პრემიერი იყო გახარია - ყალბი საბაბით გააჩერეს მთავრობის გადაწყვეტილებების ატვირთვა
ტყუილია ის ამბავი, რომ რეკონსტრუქცია იყო. მარტივად დამტკიცებადია, რისი რეკონსტრუქცია მოხდა? არაფრის რეკონსტრუქცია არ მომხდარა, ე.ი. ყალბი საბაბით გააჩერეს უბრალოდ ამ გადაწყვეტილებების ატვირთვა. ჩვენც მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ხდება რეკონსტრუქცია, რა იყო მოტივი - გამოჩნდება დროთა განმავლობაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძემ უპასუხა პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელმაც თქვა, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მთავრობის განკარგულებების ნაწილი ვებგვერდის რეკონსტრუქციის გამო არ გამოქვეყნდა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, გახარიას გუნდმა "იცრუა და ამას ადასტურებს მათი რეაქციაც, ვინაიდან თავის მართლება დაიწყეს". "ეს სამწუხაროდ, არ არის ერთი კვირის და ერთი თვის ამბავი, შეიძლება მომავალში გამოჩნდეს, მაგრამ რეალურად, მათ იცრუეს, მაშინაც გუნდის შიგნით და ახლაც, საჯაროდაც, რომ რეკონსტრუქცია იყო ამის მიზეზი. არანაირი რეკონსტრუქცია, შედით ახლავე საიტზე და ნახავთ, რომ არანაირი რეკონსტრუქცია იმ საიტზე არ განხორციელებულა. ქურდს რომ ქუდი ეწვის, ამ პრინციპით გამოვარდნენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და დაიწყეს თავის მართლება, არადა უბრალოდ დასახელებული იყო თარიღი და ამ თარიღში პრემიერი იყო გიორგი გახარია, რომელიც გუნდის შიგნითაც კი გვეუბნებოდა, რომ რეკონსტრუქცია მიდის და ეს გაიწელა დროში",- განაცხადა მდინარაძემ. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის განკარგულებები თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საჯარო გახდება.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)