|
2024-02-12 12:43:07, 576 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - 2024 წელს ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - ამ მიზნების მისაღწევად კოორდინირებულად ვიმუშავებთ
გველოდება ძალიან ინტენსიური წელი, ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. გვქონდა ინტენსიური განხილვები პარლამენტში, სადაც ვსაუბრობდით მიმდინარე წელს შესასრულებელი გეგმებისა და ამოცანების შესახებ, გავაცანით სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც 2024 წლის პრიორიტეტებს უკავშირდება და შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე, კოორდინირებული მუშაობაა საჭირო ამ მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და კოლეგებს დაკავებულ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „დავგეგმეთ ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომელზეც ვიმუშავებთ ინტენსიურად, ახალი შემადგენლობით. ასევე ვისაუბრეთ მეტ ანგარიშვალდებულებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო საზოგადოების მიმართ. ამ ანგარიშვალდებულებასთან ერთად ვისაუბრეთ გამჭვირვალობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, თითოეული სამინისტროსთვის აქამდეც იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს ასევე იქნება პრიორიტეტული, მათ შორის, რა თქმა უნდა, მედიასთან ურთიერთობაც იქნება ინტენსიური", - განაცხადა დავითაშვილმა.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)