|
2024-02-09 09:39:36, 991 ნახვა
პოლიტიკა
ადმინისტრაცია - პრეზიდენტმა პრემიერის თანამდებობაზე კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება",- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, გუშინ, 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასევე, სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა. კანონმდებლებმა გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინა. მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)