|
2024-02-08 12:26:50, 688 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საკუთარი საქმიანობით კმაყოფილი მას შემდეგ შეგვიძლია ვიყოთ, როცა ოკუპაცია და სიღარიბე 0% იქნება
ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, როცა ოკუპაცია და სიღარიბე 0% იქნება - ეს არის "ქართული ოცნება" და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა, როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში აღნიშნული მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული. "ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა. დღეს, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, როცა ოკუპაცია და სიღარიბე 0% იქნება - ეს არის "ქართული ოცნება" და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო. საქართველოს მთავრობის საქმიანობა, როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული", - განაცხადა კობახიძემ.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)