|
2024-02-06 14:46:07, 610 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც უკრაინული მხარე ცდილობს, საქართველო ხელოვნურად აქციოს რუსეთის სამიზნედ, ძალიან შემაშფოთებელია
როდესაც უკრაინული მხარე გარკვეული წარმომადგენლებით, საუბარია პოლიტიკოსებზე, ცდილობს, რომ საქართველო აქციოს რუსეთის სამიზნედ აბსოლუტურად ხელოვნურად, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია. როდესაც ამას მხარს უჭერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კონკრეტული ე.წ. ექსპერტი, რომელიც იმავდროულად არის "სირცხვილიას", ანუ "ნაცმოძრაობის" აქტივისტი, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს კითხვა დაუსვეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ უფროსი მკვლევარის, ქეთი შოშიაშვილის მიერ სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა: "ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მათ სურდათ მეორე ფრონტი, საქართველოში მძიმე სცენარების განვითარება - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამის მორიგი გამოხატულებაა. როდესაც ვიღაც ცდილობს, ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და შემაშფოთებელი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებსაც სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ, მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც გამომჟღავნდა სუს-ის მხრიდან, არის ამ ყველაფრის მორიგი დადასტურება",- ამბობს კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)