|
2024-02-06 14:43:20, 633 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე პრეზიდენტზე - რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა იყო
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში. მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს გამოსვლაში ქვეყნის წარმატებაზე არცერთი სიტყვა არ უთქვამს. "რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა. არცერთი სიტყვა ქვეყნის რამე წარმატებაზე მის ვრცელ სიტყვაში არ თქმულა. როდესაც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოველ კვირას გამოსცემენ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, სადაც არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს, არცერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს", - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)