|
2024-02-06 12:59:19, 734 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მივმართავ ივანიშვილს - საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ [ვიდეო]
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსნებისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატია არა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ან მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ" ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას". "ამიტომ, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე. საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ. ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით. რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება და ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის. საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს. მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით, ან ასე ამბობთ, "ნაციონალურ მოძრაობას" და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)