|
2024-02-06 11:54:18, 720 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - ზურაბიშვილი არჩევნებამდე, სავარაუდოდ, გადადგება და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება
გვაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, სავარაუდოდ, გადადგება თავის პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა. მიქანაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ოპოზიციის ნარატივზეა გადასული". "სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ის ბოლო 6 თვე, ერთი წელიწადია, მთლიანად არის ოპოზიციის ნარატივზე გადასული და ჩვენ ამასაც ვამბობთ, რომ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანი, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, სავარაუდოდ, გადადგება თავის პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება, რითაც შეეცდება, საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს, რომ თითქოსდა ეს არის რაღაც სხვა ძალა და არა "ნაციონალური მოძრაობა". ამ დროს, ყველა ის ძალა, რომელთანაც სალომე ზურაბიშვილის შემდგომი კოალიცია შესაძლებელია განხილულ იქნეს, ეს იქება "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", გვარამია, გახარია თუ ა.შ. ეს ყველა არის ის შენაერთები, რომლებიც ერთიანობაში წარმოადგენენ "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა მიქანაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)