|
2024-02-05 12:51:02, 663 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა
ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი სიახლოვე საზოგადოებასა და ჯარს შორის, საჭიროა უფრო მეტად გაიზარდოს ცნობადობა ჯარის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. "ჩვენი ქვეყნის დამცველები ღირსეული ჯარისკაცები, განსაკუთრებული მოწოდების ადამიანები არიან. იყო ჯარისკაცი - ნიშნავს განსხვავებული ცხოვრების წესს. მთელი საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს მათზე", - განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, სახელმწიფოსთან ერთად აუცილებელია რიგითი სამოქალაქო პირებიც ზრუნავდნენ და აქტიურად გამოხატავდნენ პატივისცემასა და მხარდაჭერას ჯარის მიმართ. "ეს არის ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება“, - დასძინა ჩიქოვანმა. გარდა ამისა, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის თემაზე საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტები მომავალშიც კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)