|
2024-01-29 18:38:43, 950 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება
რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ამას დაგიდასტურებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის დროს ირაკლი კობახიძე შეგნებულად არ არხსენა, რადგან "ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში დასაცავია". „პოლიტსაბჭოს მიერ მოწვეული იქნა ყრილობა, რომელიც გაიმართება პირველ თებერვალს და დამტკიცდება ცვლილებები. რაში მდგომარეობს ცვლილებები - პოლიტსაბჭო ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენს და უკვე წარდგენილია პარტიის თავმჯდომარედ, რადგან პარტიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე უკვე აღარ არის. შესაბამისად, ჩვენ ასევე გვაქვს ასეთი მონახაზი და ესეც აღსრულებაში მოვა პარტიის ხელმძღვანელი რგოლის მიერ – მის ადგილს პოლიტსაბჭოში, სამდივნოში, როგორც პოილიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ამას დაგიდასტურებთ. ბატონმა ირაკლიმაც შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის გვარი, ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და პოსტს 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე იკავებდა. მეორედ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვალს გახდა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)