|
2024-01-29 17:21:11, 931 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - განვიხილეთ, რომ თანამდებობაზე საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი - ვარჩიე, ეს გადაწყვეტილება ახლა მიმეღო
პოლიტსაბჭოსთან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, რომ ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერ-მინისტრმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. "პოლიტსაბჭოსთან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, რომ ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილება მივიღო საარჩევნო პროცესში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)