|
2024-01-26 13:50:00, 713 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - 2024 წლის არჩევნებს ეუთო-ოდირის გარდა, ევროკავშირიც ყურადღებით დააკვირდება
ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება, ეუთო-ოდირს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს არა მხოლოდ არჩევნებს და საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზეც დაკვირვება ძალიან ყურადღებით მოხდება. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება, ეუთო-ოდირს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ამას. ეუთოს წევრი ქვეყნების შემთხვევაში, ეუთო არის პასუხისმგებელი გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალ-ყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი საარჩევნო გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპირველე ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი ნებისმიერ დენოკრატიულ ქვეყანაში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)