|
2024-01-25 12:09:12, 725 ნახვა
პოლიტიკა
POLITICO - საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება
"საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება",- ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს და მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშს მიმოიხილავს. როგორც გამოცემა წერს, "პუტინის ომი უკრაინაში ჰყოფს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს - ზოგიერთი ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას". POLITICO-ს ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააძლიერა ურთიერთობები აღმოსავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვაში სახელმწიფო ადმინისტრაცია გაიზარდა, "პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში" ვითარება დაღმავალია". "დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არსებობს სწავლის მრუდი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ",- განუცხადა გამოცემას პარტნიორობის წევრმა, ალექსანდრა საბუმ. საბუს თქმით, საქართველომ 2023 წლის მარტში სცადა "პუტინის სტილის" კანონის დანერგვა "უცხოელი აგენტების შესახებ", რასაც ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა. "კანონი იყო ერთგვარი copy-paste რუსეთიდან, ზოგიერთი ადგილობრივი ელემენტებით, მაგრამ მსგავსება აშკარა იყო",- ამბობს პარტნიორობის წევრი. ანგარიშის თანახმად, საქართველოში მაჩვენებელი შემცირდა, მათ შორის დემოკრატიის, კარგი მმართველობის კუთხით. "ძირითადად ყველა სფეროში იყო შემცირება, თუმცა ევროკავშირმა დააჯილდოვა იგი კანდიდატის სტატუსით",- აცხადებს საბუ. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნელ-ნელა შორდება, უკრაინა და მოლდოვა "სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომლებსაც ბრიუსელი მოელის მათგან გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად". ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, უკრაინა მეორეზე 0.66 ქულით, ხოლო საქართველო მესამეზე 0.63 ქულით.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)