00:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 19:54:44, 1212 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ნატოში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია - ეს ღალატია უკრაინის მიმართ

უკრაინა ნატოში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შეურაცხმყოფელია, როდესაც რიგი ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინიათ, ამით "ამბობენ, რომ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი არ არის, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის დამამცირებელი და ღალატი უკრაინის მიმართ".

"უკრაინა ნატოში არ არის, რადგან ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურადაა განწყობილი. რისი ეშინია ქვეყნების ამ ჯგუფს? მათ ეშინიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის. ეს არის ოფიციალური განცხადება. ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნებია. მაგრამ ძალიან შეურაცხყოფად ჟღერს. თუ ამბობენ, რომ იქნება ესკალაცია რუსეთის მხრიდან, ამბობენ, რომ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი არ არის, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის დამამცირებელი და ღალატი უკრაინის მიმართ... ნათქვამია, რომ მათთვის მიმდინარე სიტუაცია უკრაინაში, სადაც დაახლოებით მესამე ტერიტორიაა ოკუპირებული, სადაც ამდენი ადამიანი დაიღუპა, არ არის ესკალაცია", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics