|
2024-01-18 18:32:46, 1157 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი ნატა ფერაძის განცხადებაზე - ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული ხასიათის და ეს პროვოკაცია მიზნად ისახავს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას
გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მძიმეა ასეთი განცხადებების მოსმენა, როდესაც უპირისპირდებიან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი სამების საკათედრო ტაძრის შესახებ ნატა ფერაძის განცხადებას, რომელმაც სამების ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რომელიც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი. „კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ ამ ყველაფერს აქვს ორკესტრირებული ხასიათი. ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რომელიც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, ქართული სახელმწიფოებრიობის ხელშემწყობი და მე მგონია, რომ ამას საზოგადოება შესაბამის შეფასებას მისცემს. თუმცა ვიტყოდი იმასაც, რომ ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული ხასიათის და ეს პროვოკაცია მიზნად ისახავს მორიგ ჯერზე საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს ყველაფერი ადეკვატურად შევაფასოთ, შესაბამისი შეფასება მივცეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მხოლოდ შეფასების დონეზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალადობის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)