|
2024-01-18 15:32:28, 830 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ და დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა, რადგან 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ და დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა. "ეს გულისხმობს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ყოველივე ამის კულმინაცია სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასევე, ძალიან მოკლედ მინდა ვახსენო, რომ 2012 წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა აშშ დოლარში. ასე მაგალითად, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე და აშშ დოლარში გაორმაგდა, - თითქმის 4 250 აშშ დოლარი იყო 2020 წელს მშპ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო წელს 8 600 აშშ დოლარი იქნება. ეს იყო უახლესი ინფორმაცია და მონაცემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ შესაძლებლობისთვის",- განაცხადა პრემიერმა.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)