|
2024-01-17 15:02:30, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარების წერილი სააკაშვილს - „თქვენი შრომის გარეშე კანდიდატის სტატუსის მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა“
ჩვენ გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მომავლისკენ და ეს შეუძლებელი იქნებოდა თქვენი შრომის, კერძოდ კი პროევროპული რეფორმების გარეშე, რომელიც თქვენი მმართველობის პერიოდში გაატარეთ, - ამის შესახებ ევროპარლამერნტარების საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადი მიწერილ წერილშია აღნიშნული. როგორც წერილში ვკითხულობთ, ევროპარლამენტარები "ყურადღებით აკვირდებიან" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და "ყველაფერს აკეთებენ მის გასაუმჯობესებლად". "გმადლობთ თქვენი მოწერილი წერილებისთვის და საუკეთესო სურვილებისთვის 2024 წლის ახალი წლისთვის. ასევე მადლობა იმისთვის, რომ გვაყენებ საქმის კურსში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ყოველთვის ვაცნობიერებთ თქვენს მდგომარეობას და ყველაფერს ვაკეთებთ მის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მომავლისკენ და ეს შეუძლებელი იქნებოდა თქვენი შრომის, კერძოდ კი პროევროპული რეფორმების გარეშე, რომელიც თქვენი მმართველობის პერიოდში გაატარეთ. მოდი, გავაგრძელოთ საერთო მიზნების მიღწევა ევროპაში ძლიერი, ერთიანი და აყვავებული საქართველოს სახელით. ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელი მოგიტანთ ჯანმრთელობას და გაერთიანებას თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ თქვენი ძალით და გვჯერა, რომ კეთილი ნება გაიმარჯვებს", - წერია წერილში, რომელსაც X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აქვეყნებს. წერილს ხელს შემდეგი ევროპარლამენტარები აწერენ: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, ტის როიტენი, მაიკლ გალერი, ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)