|
2024-01-11 15:23:33, 798 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე დანიის ელჩის განცხადებაზე - ჩვეულებრივი სიბინძურეა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, სადაც მან პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, არის სიბინძურე. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ივანიშვილს რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და "ის თავის საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს". „ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერი ევროპარლამენტარებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მათ საქართველოსთან მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან". „ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ვიცით, როგორ იმართებიან და ფულს როგორ იღებენ. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შენიღბული. იმ „რუსული კანონით“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, ჩვენ ვნახეთ, თურმე, რა რეზოლუციების მიღებაა შესაძლებელი, თუ ფულს იხდი. თუ იხდი, შეგიძლია, ყველაფერი აკადრებინო თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს. ვინც ასეთ უხამს და უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ, მართლაც სამარცხვინოები არიან. მათ საქართველოსთან არანაირი მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ამას ემსახურებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)