12:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 09:32:49, 752 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ გადაცემა „იმედი ლაივში“  2023 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტები შეაჯამა და თქვა, რომ 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში არაერთი  ცვლილება განხორციელდა, რამაც  თბილისელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. 

"2017 წლიდან რამდენიმე პროგრამა წამოვიწყეთ, რის შედეგადაც, უამრავი ოჯახი გაბედნიერდა.  არსებობდნენ სამშენებლო კომპანიებისგან, „სვეტი“ „ცენტრ პონტი“, „ოლიმპიური ვარკსვლავი“ და სხვ. დაზარალებულები, ისინი შეგუებულიები იყვნენ,  რომ მათ გადახდილი თანხები დაკარგეს. 15 000-მდე ასეთი ოჯახი დაკმაყოფილდა. მეორე მნიშვნელოვანი თემა კოოპერატიული ბინამშენებლობით დაზარალებულებს ეხება, 2 400- მდე ასეთი ოჯახი არის დაკმაყოლებული. გამოვყოფ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამასაც, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად ნაცვლდება ავარიული შენობა-ნაგებობები. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო. ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი რა შეიძლება იყოს, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, შენი გადადმგული ნაბიჯებითა და განხორციელებული პროექტებით უამრავი ადამიანი გაახარო და გააბედნიერო“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics