04:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 08:49:43, 1388 ნახვა

ომი უკრაინაში
Європейська правда - აშშ-მა უკრაინას 250 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Європейська правда პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Європейська правда-ს ცნობით, დახმარების პაკეტი დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS და HIMARS სისტემებისთვის,155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Stinger, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს.

მედიის ცნობითვე, პაკეტი ასევე მოიცავს 15 მილიონზე მეტ ტყვიას, ასაფეთქებელს, სათადარიგო ნაწილებს, სამედიცინო აღჭურვილობასა და სარემონტო და სხვა დამხმარე აღჭურვილობას.

აღნიშნული სამხედრო პაკეტი ბოლო  დახმარებაა, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2023 წელს გამოუყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics