18:44 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 09:51:33, 915 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დიქტატურის დასაწყისია

კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დიქტატურის დასაწყისია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს.

„სოროსის მიერ დაფინანსებული „დემოკრატები“ არიან ამ მანკიერი სარჩელის უკან და დაუყოვნებლივ გამოიყენებენ გადაწყვეტილებას დანარჩენ 49 შტატში. შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც „დემოკრატებმა“ დანიშნეს, ახლახან ამოიღეს ჩემი სახელი 2024 წლის კენჭისყრიდან კოლორადოში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, მემარცხენე მოსამართლეებს არ მისცემს უფლებას, რომ „ამერიკელების უმრავლესობის ხმები მოიპარონ“.

„ჩვენ ამ ბრძოლას მივიტანთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში.

ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები ყველგან გაიღვიძებენ იმის გამო, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მმართველი პარტია ცდილობს, მოიპოვოს ტოტალური კონტროლი ამერიკაზე, არჩევნების გაყალბებით. წამყვანი ოპონენტი, რომელიც არის პოლიტიკური აუტსაიდერი, რომელიც მზად არის, დაიცვას შრომისმოყვარე ამერიკელების საჭიროებები და ინტერესები. ასე იბადება დიქტატურა. მე ვიყარე კენჭი პრეზიდენტობაზე, რათა ვიყო ამერიკელი ხალხის ხმა და დამცველი და ეს მოიცავს თქვენი ხმის უფლების დაცვას. მე არ მივცემ უფლებას მემარცხენე მოსამართლეებს, მოიპარონ ამერიკელების უმრავლესობის ხმები“, - დასძინა ტრამპმა.

შეგახსენებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics