|
2023-12-19 13:47:15, 1234 ნახვა
რეგიონი
კასპში საახალწლო ღონისძიება 24 დეკემბერს გაიმართება
24 დეკემბერს, კასპში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კულტურის ცენტრის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. "ღონისძიებას გახსნის ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. დღის განმავლობაში მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება კვების სივრცეები. 14:00 საათიდან ბავშვების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ თოვლის ბაბუას და ზღაპრის გმირებს. საახალწლო ღონისძიებას „თეატრალური კვარტეტი“ და ჯგუფი "ქილეიჯი" დაასრულებს. კონცერტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია საზეიმო ფოიერვერკი",- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)