19:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-17 18:53:41, 722 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური  თანაგრძნობას უცხადებს ყველას-ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა  და კოლეგებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა  და კოლეგებს",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. 

ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1962 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი, ხოლო 1964 წელს დოკუმენტური ფილმი თუჯი. 1966 წელს გადაღებულმა მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, გიორგობისთვე კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის სპეციალური კინოპრესის ჯილდო მიიღო. 

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია,  საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი, ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics