22:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 14:14:17, 678 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა - პროექტი უკრაინისთვის $300 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 2024 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა.

თავდაცვის ბიუჯეტის გეგმას 87-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 13 კი წინააღმდეგ წავიდა.  

ეროვნული თავდაცვის შესახებ კანონპროექტი 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, რაც გასულ წელთან შედარებით 3%-ით მეტია.

თავდაცვის კანონპროექტი, უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

პროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, მისი კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics