|
2023-12-13 16:22:24, 1188 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა
ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მუდმივი განვითარების საჭიროება და წარმატება 21-ე საუკუნეში, მენეჯმენტის ფსიქოლოგია და კომუნიკაცია ორგანიზაციაში - ეს ის თემებია, რომელზეც მოწვეული ტრენერები ალექსანდრე ჯეჯელავა და ზურაბ მხეიძე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებულ პირებს ესაუბრნენ. "ლექციების მიზანი ტურიზმის სფეროში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლებაა. წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ასევე გეგმავს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით „სოციალური მედიის მართვა“, „ფსიქოლოგია გიდებისთვის“ და საბაზისო კურსი სომელიებისთვის. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორის 1 000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა. 26 დეკემბერს, რეგიონში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ გაიმართება. ღონისძიებაზე გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)