|
2023-12-11 09:20:31, 962 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი 12 დეკემბერს ზელენსკის თეთრ სახლში მიიღებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 დეკემბერს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის დღის წესრიგთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა, რომლის ცნობითაც, ქვეყნის მეთაური შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით 11 დეკემბერს ჩავა. "ზელენსკი ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ის, ევროპისა და მსოფლიოს ერთიანობის უზრუნველყოფაზე, რათა დაუჭირონ მხარი უკრაინას, დაიცვას თავი რუსული ტერორისგან, ასევე საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებაზე, რომელიც დაფუძნებულია წესებსა და თითოეული ერის სუვერენიტეტის პატივისცემაზე. ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის",- ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ ინფორმაციაში. თავის მხრივ, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად". ცნობისთვის, ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ზელენსკი ვაშინტონში ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბერში იმყოფებოდა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)