00:53 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 13:48:33, 864 ნახვა

მსოფლიო
მედია - რუსეთში, ბრიანსკში 14 წლის გოგონამ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა - არიან დაღუპულები

რუსეთში, ბრიანსკის ოლქის გიმზანიაში 14 წლის გოგონამ თანაკლასელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ალექსეი კუზნეცოვზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირი კი დაშავებულია.

"ბრაიანსკში მომხდარი ინციდენტის შედეგად 2 მოზარდი დაიღუპა და 5 მოზარდი დაშავდა. ყველა მათგანი საშუალო სიმძიმისაა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ",- თქვა მინისტრის მოადგილემ.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მოწმის სტატუსით გოგონას მამის დაკითხვა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics