02:21 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 09:44:01, 789 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთში პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" იტყობინება, პუტინი ქვეყნის დედაქალაქ ერ-რიადში პრინც მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა.

რუსეთის პრეზიდენტმა პრინცს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მეგობრობას "ხელს ვერაფერი შეუშლის".

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

"ზუსტად ვერ ვიტყვი, რა საკითხები განიხილეს, მაგრამ ცხადია, რომ ეს შეეხებოდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს და ასევე, საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა მგრძნობიარე საკითხებს",- უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ.

მისივე თქმით, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ერთობლივ სამშვიდობო ინიციატივებზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა. პუტინმა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქ აბუ-დაბიში ქვეყნის ლიდერთან, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან მოლაპარაკებები გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics