05:00 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 16:00:49, 679 ნახვა

მსოფლიო
პისტორიუსი - აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების მომდევნო პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს.

როგორც პისტორიუსმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, თუ შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელახლა აირჩევენ, "ბევრად უკეთესი" იქნება. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ბაიდენის დროსაც კი, "განჭვრეტადია, აშშ ყურადღებას უფრო მეტად ინდო-წყნარი ოკეანისკენ გადაიტანს".

"თუ ამას გააკეთებენ, ევროპაში ჩართულობის იმავე დონის შენარჩუნებას, ალბათ, ვერ შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს ნატოს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ",- აცხადებს პისტორიუსი.

მისივე თქმით, ევროპელებმა შეიარაღებაში თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროპელებს შორის შეიარაღების სფეროში თანამშრომლობა ორიენტირებული თავსებადი სისტემების შექმნაზე უნდა იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics