10:16 - 24 Jul, 2026
|
2023-11-27 10:44:54, 683 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საჯაროდ ვამბობ, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ - აღარ არის პარტიის წევრი
საჯაროდ ვამბობ, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას", აღარ არის პარტიის წევრი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ფორმულას"ეთერში განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მელია პარტიიდან არ გაუგდია, მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. "საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას". აღარ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ვერ ილაპარაკებს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე - თქვენ გარიცხეთ? - ხაბეიშვილმა თქვა: "თქვენ გინდათ, რომ სიტყვა "გააგდეთ" გითხრათ? ან "გაუშვით"? მოდი, ჩემს პასუხს გეტყვით, მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი".
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)