10:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-25 10:58:45, 1401 ნახვა

ომი უკრაინაში
არახამია - უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომის გაგრძელებას ემხრობა

უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომის გაგრძელებას ემხრობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.

როგორც არახამია აღნიშნავს, უკრაინას მოლაპარაკებების წარმოებისთვის ცუდი პოზიცია აქვს, რადგან ომის დასრულება იმ ეტაპზე, სადაც უკრაინაა არ არის ხელსაყრელი.

მისივე თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, გარდა უკრაინის სრული გამარჯვებისა, რეფერენდუმის სახით უნდა გადაწყდეს.

„ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ მოლაპარაკების წარმოებისთვის ძალიან ცუდი პოზიცია გვაქვს. რა მოვითხოვოთ? დავასრულოთ და დავრჩეთ იქ, სადაც ვართ? თქვენი აზრით, უკრაინული საზოგადოება ამას მიიღებს?“, - განაცხადა არახამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics