13:31 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 11:55:59, 791 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც წელს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს. მინისტერიალის მონაწილეები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს. 

"მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 

საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

აღნიშნული ინიციატივა მოწოდებულია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ რეგიონის ფარგლებს გარეთ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა ნატო, გაერო და ეუთო. სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საქართველომ 2017 წელს უმასპინძლა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics