|
2023-11-20 16:22:16, 610 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - სასაცილო ხდება განცხადებები, როდესაც თან ლაპარაკობენ, რომ უნდა შევცვალოთ „ოცნების“ ხელისუფლება და თან იხვეწებიან 5-პროცენტიანი ბარიერის დაწევას
წელს ამაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, არ ყოფილა რეკომენდაცია, მოწოდება ამის შესახებ, იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში მიიჩნევა, რომ სწორედ 5-პროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს პლურალიზმის და დემოკრატიის ხარისხის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების, დემოკრატიაში ხალხის მაქსიმალურად ჩართულობის ბალანსის მთავარ გარანტს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისი განმარტებით, საარჩევნო ბარიერის დაწევა არ განიხილება, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებშიც, ბარიერი სწორედ 5-პროცენტია. "გახარიებმა" დღეს პირველად გააკეთეს სწორი განცხადება იმიტომ, რომ მათთვის სულ ერთია - გინდა 5%-იანი ყოფილა, გინდა 15%-იანი, ვერც ერთს ვერ ლახავენ, ამიტომ სწორია მათი განცხადება, სულერთია მათთვის. ბარიერის დაწევა არ განიხილება იმიტომ, რომ საითკენაც ჩვენ ვიღვწით, სადაც ჩვენ შევდივართ, სადაც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ 15 დეკემბერს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ბარიერი არის სწორედ 5-პროცენტი. მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ ვერცერთი გაერთიანება ვერ მოუწოდებს და ვერ დააძალებს სხვა ქვეყანას, რაც მასთან არის, იმის საპირისპირო გაკეთდეს რომელიმე ქვეყანაში",- აღნიშნა მდინარაძემ. მისი თქმით, "ოპოზიციის განცხადებები სასაცილო ხდება, ვინაიდან, ერთი მხრივ ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, მეორე მხრივ კი, არ აქვთ იმედი, რომ 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ". "სასაცილო ხდება უკვე მათი განცხადებები. როდესაც თან ლაპარაკობენ, რომ "ჩვენ უნდა შევცვალოთ "ოცნების" ხელისუფლება" და თან იხვეწებიან 5%-იანი ბარიერის დაწევას იმიტომ, რომ უბრალოდ, პარლამენტარობა უნდათ. აქ ბალანსი უნდა მოძებნონ რაღაცნაირად, თორემ, დემოკრატიულმა სამყარომ ბალანსი პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის მოძებნა და ამისთვის ძირითადად ცივილიზებული სამყაროს უფრო მეტ ქვეყანაში დაადგინა, რომ არის 5%-იანი ბარიერი",- განაცხადა მდინარაძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)