13:19 - 24 Jul, 2026
|
2023-11-17 19:22:42, 1010 ნახვა
პოლიტიკა
დანიგანი - აშშ ნატოში საქართველოს სწრაფვის ძლიერი მხარდამჭერია
აშშ ნატოში საქართველოს სწრაფვის ძლიერი მხარდამჭერია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. დანიგანის თქმით, "ჩვენი სამხედროები მხარდამხარ მუშაობენ ათწლეულების განმავლობაში, რომ საქართველოს თავდაცვის უნარები გაძლიერდეს". „საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს აშშ-სთან საერთო წვრთნებს, სადაც ძალიან ბევრი ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს. ჩვენი სამხედროები ერთად იბრძვიან და იწვრთნებიან. ნატო პოლიტიკური ალიანსია - ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება პოლიტიკური და სამხედრო ასპექტი ინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია დაეხმარება პოლიტიკურ ნაწილს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს“, - განაცხადა დანიგანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)