|
2023-11-17 12:20:28, 742 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი პრეზიდენტზე - ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება
სამწუხაროდ, ზურაბიშვილის ხელში პრეზიდენტის ფუნქციები არის როგორც ასანთი პატარა ბავშვის ხელში, - ასე გამოეხმაურა ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Le Monde-სთან ინტერვიუს. მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტს "ენა წინ გაურბის, გონება კი უკან რჩება". "სამწუხაროდ, ზურაბიშვილის ხელში პრეზიდენტის ფუნქციები არის როგორც ასანთი პატარა ბავშვის ხელში და ჩვენც იძულებული ვართ, როგორც არასრულწლოვანს დაჰყვებიან და მის შეცდომებს ასწორებენ, ჩვენც ასე ვივლით, სანამ ეს ფუნქცია ფორმალურად ექნება ზურაბიშვილს და რამდენ ასეთ სისულელეს იტყვის, იმდენჯერ ვიტყვით, რომ ეს არის ნათქვამი იმ ე.წ. პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც დაუდგინდა კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც აპირებს დაიჭიროს სი ძინპინი... როგორც ცნობილ ქართულ ფილმში არის - ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება, შესაბამისად, ასეთ პოლიტიკოსს არავინ არ მიიღებს [ოპოზიციურ პარტიებში] სანამ ფუნქციები ექნება, მანამდე ჩვენ ვივლით და ვიტყვით, რომ არ დაუჯეროთ ხალხო, გასულია მომსახურების ზონიდან და რა ვქნათ ახალა, ფორმალურად ჯერჯერობით დარჩა პრეზიდენტად", - განაცხადა მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის". პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება".
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)