17:10 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 11:51:54, 717 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულმა გვარდიამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

​ეროვნულ გვარდიაში თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებს ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს და გვარდიის ფუნქციასა და ამოცანებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებაც. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

„პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. სტუმრები დღის ბოლოს სასადილოსაც ეწვივნენ და „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.

ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics