|
2023-11-15 19:34:36, 894 ნახვა
პოლიტიკა
მერია - თბილისის მერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა თემა განიხილეს, მათ შორის დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და 2024 წლის მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები. „გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა სტაბილურობამ და მშვიდობის შენარჩუნებამ. ეს პროგრესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რაც აისახება მოსახლეობაზე და მათი ცხოვრების პირობებზე. ამ პროცესს, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რისი დიდი მოლოდინიც აქვს საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, პია კაუმამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებები მიულოცა. „მინდა მოგილოცოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიღება. ნამდვილად ვხედავ ქვეყანაში მიმდინარეობს მშენებლობა და ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა პია კაუმამ. შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ერთად, ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)