|
2023-11-14 15:52:27, 609 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ადამიანის ღირსება საერთოდ გააქრეს და ამ ქვეყანაში ამის მოტანის 20-წლისთავს აღნიშნავს ხაბეიშვილი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომლის თქმითაც, ენმ-ი ვარდების რევოლუციის 20-წლისთავთან დაკავშირებით შეკრებას აპირებს. მდინარაძის განცხადებით, [ნაციონალურმა მოძრაობამ] ადამიანის ღირსება "საერთოდ გააქრო და ამის 20-წლისთავს აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი". "ლევან ხაბეიშვილის გეგმების შეფასება ჩემს ძალებს აღემატება. იმდენად დიდია ის ადამიანი, რომ მე არ შემიძლია. შეიძლება ვისაუბრო ჩვეულებრივ პოლიტიკოსებზე დანარჩენზე, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ რისი 20 წელი უნდა აღნიშნო. 2003-ში ადამიანებს ეგონათ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები იქნებოდა ხელისუფლების პრიორიტეტები. ადამიანის უფლებების მოკვლა განიზრახეს და შეასრულეს კიდეც. გააქრეს ადამიანი და მისი ღირსება, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით გააუპატიურეს ადამიანი და მისი ღირსება. ეს გააკეთეს მათ. დახოცეს ხალხი. ტერიტორიები ჩააბარეს ოკუპანტ ქვეყანას, წინასწარ, ერთი წლით ადრე ტერიტორიები მოუხაზეს ისე ჩააბარეს, ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს. ცხინვალზე თავდასხმა დააბრალეს ჯარისკაცებს გაუფრთხილებლად და ამით გადავიდაო, ხელი მოუწერეს, ესკალაცია ახალ საომარ ფაზაშიო და კასეტური ბომბები და ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს. ადამიანის ღირსება საერთოდ გააქრეს და ამის წლისთავს, ამ ქვეყანაში ამის მოტანის 20-წლისთავს აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი და სიმბოლურია, რომ ლევან ხაბეიშვილი აკეთებს ამას",- თქვა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)