|
2023-11-14 14:13:39, 804 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი „ხალხის ძალას“ მიუძღვის
გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენს ძალას - "ხალხის ძალას",- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, "რეკომენდაციების შესასრულებლად მოცემული 6-თვიანი ვადა ხაფანგი იყო". "ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ უპრეცედენტოდ მოკლე ვადა - 6 თვე მოგვცეს რეკომენდაციების შესასრულებლად, მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იმისთვის იყო მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელებულიყო. ვგულისხმობ იმას, რომ 6-თვიანი ვადა იყო ეს ხაფანგი და არა თვითონ ის პირობები, რომლებიც წამოგვიყენეს... დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორედ იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და საბოლოოდ მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი",- თქვა სუბარმა. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)