|
2023-11-14 13:17:51, 669 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - შიდა მტერი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი, დამაზიანებელია
ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს, რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი შეეშალოს. „ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ დააზიანოს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი. გარე მტერს მოერევი, გაუმკლავდები იმისთვის, რომ შენი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინო. თუმცა, შენივე ქვეყნის წარმომადგენლები რომ დარბიან ყველგან, რათა ხელი შეუშალონ შენს ქვეყანას, მომავალს, იმაში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს? საერთოდ როგორ აქვთ ამ ადამიანებს პრეტენზია პოლიტიკაში ყოფნის. არ მიკვირს, რადგან ისინი არ შეცვლილან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, აჩვენეს მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ გაბედო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც მათ აკეთეს. დღეს, კი ქვეყანას და მსოფლიოს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, - განაცხადა კალაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)