|
2023-11-13 22:41:17, 696 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის კვლევაზე - 102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ, საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება. მდინარაძის თქმით, „პროცენტებში აირივნენ და 102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ, ე.ი საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად“. „ჩვენ ხშირად ვატარებთ კვლევებს. მაგალითად, როცა მოგინდება რომ გახარიას პარტიას ორჯერ კი არა, სამჯერ გაუზარდო რეიტინგი შენს კვლევაში, მერე აუცილებლად აიჭრები და ასე აიჭრნენ ამ კვლევის ავტორები და დაუწერეს დაახლოებით სამჯერ მეტი გახარიას. გამიკვირდა, რომ თავად „ნაცმოძრაობას“ დაახლოებით, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენი ბოლო კვლევებიდან გამომდინარე იგივე მონაცემები აქვს. შეიძლება ცოტა ნაკლები ჰქონდეს, მაგრამ ყველა დანარჩენს მოუმატეს და „ნაცმოძრაობას“ დაუწერეს დაახლოებით ცდომილების ფარგლებში რაც აქვს. „ქართულ ოცნებას“ რაც ჩამოაკლეს ყველაფერი გადაანაწილეს გულუხვად და ამასობაში პროცენტებში აირივნენ და ასი ასორს არ უდრის. 102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ ელემენტარულად, ესე იგი, საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად და ეს მხოლოდ აგონიის ბრალი არ არის, ამ მასშტაბის სიყალბეს რომ ჩადიხარ ვეღარ ალაგებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)