|
2023-11-13 13:21:05, 647 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევებზე - ეს არის ვიღაცის კაბინეტში, ვიღაცის დავალებით დაწერილი ე.წ. კვლევები
„კვლევებთან დაკავშირებით მე ზოგადად ჩემი დამოკიდებულება მაქვს. 2012 წლიდან კვლევების მიზანმიმართული გაყალბება ხდება ოპოზიციის დაკვეთით და მათი უშუალო მონაწილეობით“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა „ედისონ რისერჩის“ მიერ ბოლოს ჩატარებული პოლიტიკური რეიტინგების კვლევას. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული კვლევების მიზანს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია წამოადგენს. „კვლევებთან დაკავშირებით მე არაერთხელ გამიკეთებია განმარტება. რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება? 2012 წლამდე და 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ხდება მიზანმიმართული გაყალბება აღნიშნული კვლევების, რომელიც ჩვენი ოპოზიციის დაკვეთით და მათი უშუალო ჩართულობით მზადდება. მიზანმიმართული მცდელობაა, საზოგადოების აზრზე მანიპულირება მოახდინონ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიცით, რა ხდება ქვეყანაში, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. ეს არჩევნების შემდეგ გამოიკვეთება უყველაზე კარგად. 2012 წლიდან მოყოლებული გამარჯვებული პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება, რადგან ხალხი რეალურად ხედავს და აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, სამწუხაროდ. ერთადერთთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაატაროს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესი, დაიცვას მშვიდობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მაოხდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რეალურად ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მცდელობა, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)