|
2023-11-13 13:05:24, 626 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს
მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული ვარაუდის საფუძველს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ თვეების წინ გაკეთებული განცხადებები ქმნის. „მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომ ის თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ და რასაც ამბობდა ყოველთვის. მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურებების, რომელთა მთავარი შემოქმედი გახლდათ სააკაშვილი, რაც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრა და აკადრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კალაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)