01:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 12:49:27, 968 ნახვა

პოლიტიკა
Edison Research - მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის კვლევის თანახმად, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.

შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მხარს ვუჭერ - 86%;
  • ვეწინააღმდეგები - 14%.

ამასთან, შეკითხვაზე, რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დაუჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის გამო - 47%;
  • ეკონომიკური სარგებლის მიღების გამო - 30%;
  • დემოკრატიის განვითარების გამო - 14%;
  • საქართველოს ევროპული იდენტობის გამყარების გამო - 9%.

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის საველე სამუშაოები 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics