|
2023-11-10 12:18:53, 1040 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არაა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ბრძენი ქართველი ხალხი არჩევნებზე
სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუს. ღუდუშაურის განცხადებით, ქართველი ხალხი "ყველაფერს ბრძნულად შეაფასებს", რის შემდეგაც "ქართული ოცნება" "კიდევ უფრო ძლიერად მოვა ხელისუფლებაში". "ნაციონალური მოძრაობის" მანდატებით ხელოვნურად გადარჩენილი იმპიჩმენტს, სალომე ზურაბიშვილი, დღეს ესაუბრება მტკიცებით ფორმაში, თურმე, როგორი უნდა იყოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ეს არის სირცხვილი. სალომე ზურაბიშვილი, გეუბნებით, არის კონსტიტუციის, მთავარი კანონის დამრღვევი, ამის შემდეგ ყველაფერი ნათქვამი არის ამ ქალბატონთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი ამ ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება. ჯობია, იფიქროს იმაზე, როგორ აუხსნის ქართველ ხალხს იმას, რომ მან პატივი არ სცა და დაარღვია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მთავარი კანონი, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს. მე მწამს და მჯერა, რომ რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, შეაფასებს ყველაფერს სწორად და ბრძნულად, ისე, როგორც აქამდე გაუკეთებია და ამის შემდეგ "ქართული ოცნება" კიდევ უფრო ძლიერად მოვა ხელისუფლებაში", - განაცხადა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, გუშინ, 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "2024 წლის არჩევნებზე შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, რომელიც კოალიციურ მთავრობასთან მიგვიყვანს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)