|
2023-11-08 23:45:06, 804 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი ზურაბიშვილთან საუბარზე - დავაყენე საკითხი, რომ სააკაშვილს შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე წვდომა ჰქონდეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მიულოცა, მე მივულოცე მეგობრულ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ზელენსკის თქმით, მან ზურაბიშვილთან საუბრისას დააყენა საკითხი, რომ უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე წვდომა ჰქონდეს. "საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მიულოცა. მე მივულოცე მეგობრულ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მე მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის. ასევე, დავაყენე საკითხი, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)