02:33 - 25 Jul, 2026
|
2023-11-08 18:30:24, 633 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა მთავრობამ და ქართველმა ხალხმა
ეს არის წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა უამრავმა საჯარო მოხელემ, პარლამენტის წევრებმა, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე წერს. „შესანიშნავი სიახლე საქართველოსთვის! ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს არის წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა უამრავმა საჯარო მოხელემ, პარლამენტის წევრებმა, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა 2030 წლისთვის ევროკავშირში გავწევრიანდეთ“, - წერს სამხარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)