17:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 10:11:38, 822 ნახვა

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას მერიის კეთილმოწყობის სამსახურში არსებულ დარღვევებზე მასალებს მიაწვდის

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე რეაგირებას მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავენ.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის თქმით, დასადგენია, როგორ გაიხარჯა საგზაო სამუშაოებისთვის გამოყოფილი 5 მილიონამდე ლარი, რომელიც ორ კომპანიაზე გადანაწილდა.
მისივე ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტები გამოვლინდა.
„გვსურს დღეს ვისაუბროთ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელიც უკავშირდება 2 კომპანიას, რომელთანაც გაფორმდა დაახლოებით 5 მილიონი ლარის სამუშაოებზე ხელშეკრულებები და როგორ მიმდინარეობს ეს საგზაო სამუშაოები, რამდენად ხარისხიანად, ასევე როგორ ხდება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა და ძალიან დიდი ეჭვია ასევე, რომ ხდება ამ თანხების მითვისება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროკურატურას აღნიშნულ მასალებს დღეს, მიაწვდიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics