04:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 23:16:19, 1074 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კირბალზე - ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა, რამაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა

უმძიმესია ის დანაშაული, რაც კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლება დატოვა.

"უმძიმესია ის დანაშაული, რაც კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია.

მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!

დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე.

საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი!", - წერს კალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics